მედიის ცნობით, ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან
ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორში გატაცებული მძევლების გასათავისუფლებლად სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.
მედიის ცნობით, პარალელურად, გასული ღამის განმავლობაში, ისრაელის ძალებმა „Ჰამასის“ მებრძოლების მიერ დაკავებული ტერიტორიების უმეტესობა გაწმინდეს და 22 დასახლებაში საცხოვრებელი სახლები შეამოწმეს. გავრცელებული ცნობით, დარჩენილია რვა დასახლება, სადაც ამ დრომდე კონტროლს „Ჰამასი“ ინარჩუნებს.