მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩატარებული რეიდის დროს სამხედროებმა ისრაელელთა ცხედრები აღმოაჩინეს
ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩატარებული რეიდის დროს სამხედროებმა ისრაელელთა ცხედრები აღმოაჩინეს და ისინი ისრაელის ტერიტორიაზე გადმოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამასთან, უცნობია, რამდენი ცხედრის გადმოსვენება შეძლეს მათ.
ეს გასულ კვირას, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის მიერ ჩატარებული პირველი სახმელეთო ოპერაცია იყო.
მედიის ცნობით, რეიდის დროს ასევე ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ჯგუფი, რომელიც ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს ისროდა.