მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა რამდენიმე ტერორისტი მოკლეს, რომლებიც ისრაელში ლიბანიდან შეღწევას ცდილობდნენ
მედიის ცნობით, ისრაელის ძალებმა რამდენიმე ტერორისტი მოკლეს, რომლებიც ისრაელში ლიბანიდან შეღწევას ცდილობდნენ

ისრაელის ძალებმა რამდენიმე ტერორისტი მოკლეს, რომლებიც ისრაელში ლიბანიდან შეღწევას ცდილობდნენ, – შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ცნობებით, მოკლულია სამი ან ოთხი პირი.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ ლიბანში ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ დრონებით დარტყმები განახორციელეს მას შემდეგ, რაც გამოვლინდა, რომ ისინი საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ბოლო დღეებში ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ისრაელის ძალებსა და „ჰეზბოლას“, ასევე მის სხვა მოკავშირე დაჯგუფებებს შორის, ცეცხლის გახსნის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.