მედიის ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების კიდევ ერთი მონაწილე დასაჯეს სიკვდილით 
მედიის ცნობით, ირანში ანტისამთავრობო დემონსტრაციების კიდევ ერთი მონაწილე დასაჯეს სიკვდილით 

ირანში საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე დასაჯეს სიკვდილით. როგორც „ბიბისი“ ირანის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება, ირანის ქალაქ მეშჰედში საჯაროდ ჩამოახრჩვეს ანტისამთავრობო დემონსტრაციების მონაწილე მაჯიდრეზა რაჰნავარდი. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ რაჰნავარდმა გასამხედროებული ფორმირება „ბასიჯის“ ორი წევრი მოკლა. ეს გასამხედროებული ფორმირება „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ექვემდებარება.

სასამართლომ მაჯიდრეზა რაჰნავარდი ღვთის მტრობაში დაადანაშუალა.

ანტისამთავრობო აქციების პირველი მონაწილე, რომელიც სიკვდილით დასაჯეს, 23 წლის რეპერი მოჰსენ შექარი იყო. ის ასევე ღვთის მტრობაში დაადანაშუალეს და ჩამოახრჩვეს. თავად აქტივისტი ამტკიცებდა, რომ უკანონოდ გაასამართლეს. მედიის ინფორმაციით, აქციებში მონაწილეობის გამო ირანში სიკვდილით დასჯა, ჯამში, 8 24 ადამიანს აქვს მისჯილი. ევროკავშირში განაცხადეს, რომ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯას გმობენ და სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ.

ირანში საპროტესტო აქციები სექტემებერში ახალგაზრდა ქალის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. 22 წლის მაჰსა ამინი თავსაბურავის არასწორი ტარების გამო მორალის პოლიციამ დააკავა, რის შემდეგ ის მალევე გარდაიცვალა. აქტივისტები მის მკვლელობაში სამართალდამცავებს ადანაშუალებენ. უფლებადამცველების ცნობით, ირანში სექეტემბრიდან მიმდინარე აქციების დროს 470 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 000 დააკავეს.