მედიის ცნობით, ირანი იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს
ირანი აშშ-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.
როგორც მედია იუწყება, გაერო-ში ირანის ისლამური რესპუბლიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანს არანაირი კავშირი არ აქვს აშშ-ის ბაზაზე თავდასხმასთან.
მანამდე ერაყის ისლამური წინააღმდეგობის ძალებმა განაცხადა, რომ მათ თავდასხმა განახორციელეს რამდენიმე მიმართულებით იორდანია-სირიის საზღვარზე, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ბაზასთან ახლოს მდებარე ბანაკზე.
იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა.