„ბიბისის“ ცნობით, იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა
„ბიბისის“ ცნობით, იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა

იორდანიაში დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 25 დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ თავდასხმა ჩრდილო-აღმოსავლეთ იორდანიაში მდებარე ბაზაზე განხორციელდა, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

როგორც „ბიბისი“ წერს, 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმა რამდენჯერმე განხორციელდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ რეგიონში ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.