მედიის ცნობით, „ჰუსიტებმა“ წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით სავაჭრო გემებზე თავდასხმა განახორციელეს
„Ჰუსიტებმა“ იემენის ტერიტორიიდან წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით სავაჭრო გემებზე ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაზე დაყრდნობითა ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა ადენის ყურეში აფეთქდა. აფეთქების შედეგად მცირე ზიანი მიადგა მარშალის კუნძულის დროშის ქვეშ მცურავ ბერძნულ გემს, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე, სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა წითელ ზღვაში ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავ გაერთიანებული სამეფოს სატვირთო გემზეც. მედიის ცნობით, გემი არ დაზიანებულა.