„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, დაშავებულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიადარტყმას კი „ჰეზბოლას“ დრონების დანაყოფის წევრი ემსხვერპლა
„ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 120-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, დაშავებულია, სულ მცირე, ხუთი ადამიანი, სამხრეთ ლიბანში ისრაელის ავიადარტყმას კი „ჰეზბოლას“ დრონების დანაყოფის წევრი ემსხვერპლა

ლიბანურმა შიიტურმა დაჯგუფებამ, „ჰეზბოლამ“ ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით დღეს 120-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ განცხადებას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.

ჩრდილოეთ ისრაელში რაკეტების ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი 84 წლის მამაკაცია.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში დღეს განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად „ჰეზბოლას“ დრონების დანაყოფის წევრი დაიღუპა.