მედიის ცნობით, „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში მყოფი 13 მძევალი დაიღუპა, მათ შორის არიან უცხოელები
ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში მყოფი 13 მძევალი დაიღუპა. ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.
„ჰამასის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ 13 მძევალში უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 97 ისრაელელის ოჯახს აცნობეს, რომ მათი ახლობლები „ჰამასის“ მიერ არიან დაკავებული.