მედიის ცნობით, ღაზის სექტორზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 313-ს მიაღწია, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად კი დაღუპულია, სულ მცირე, 300 ადამიანი
მედიის ცნობით, ღაზის სექტორზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 313-ს მიაღწია, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად კი დაღუპულია, სულ მცირე, 300 ადამიანი

ღაზის სექტორზე ისრაელის ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 313-ს მიაღწია. ინფორმაციას მედია ჯანდაცვის ადგილობრივ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის, 20 მცირეწლოვანია, დაშავებულთა რიცხვი კი 2 000-ს აღწევს. გავრცელებული ცნობით, შვიდი ადამიანი დაიღუპა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.

რაც შეეხება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელის დანაკარგებს, არსებული ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 300 და დაშავებულია 1 800-მდე ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის 26 სამხედროა. ისრაელის ცნობით, თავდამსხმელებმა ათობით ადამიანი გაიტაცეს და ღაზის სექტორში მძევლად ჰყავთ. ისრაელის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ლიკვიდირებულია 400-მდე თავდამსხმელი.