მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ევაკუირებული მოქალაქეების კოლონის დაბომბვას, სულ მცირე, 70 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა
მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ევაკუირებული მოქალაქეების კოლონის დაბომბვას, სულ მცირე, 70 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაციის მიერ ევაკუირებული მოქალაქეების კოლონის დაბომბვას, სულ მცირე, 70 ადამიანი ემსხვერპლა, 200-მდე კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პალესტინური და დასავლური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის უმრავლესობა ქალი და ბავშვია.

პალესტინური მედია წერს, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციამ კოლონა იმ დროს დაბომბა, როდესაც მოქალაქეები ქალაქ ღაზიდან სამხრეთით მიემართებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიშების სამიზნე სამი კოლონა გახდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ ღაზაში დაადასტურა ინფორმაცია, რომ „ენბისი ნიუსის“ თანამშრომლები ადგილზე შეხვდნენ ადამიანებს საავადმყოფოებში, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები საჰაერო თავდასხმების შედეგად.