მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში რეზერვისტების რაოდენობის 60 ათასამდე გაზრდას გეგმავს
მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში რეზერვისტების რაოდენობის 60 ათასამდე გაზრდას გეგმავს

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში რეზერვისტების რაოდენობის 60 ათასამდე გაზრდას გეგმავს, – ამის შესახებ გერმანული მედია წერს.

ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრ ჰოპმა თქვა, რომ რეზერვი უნდა იყოს გაწვრთნილი და შეიარაღებული, როგორც ეს იყო ცივი ომის დროს და უნდა მოიცავდეს როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა მოვარგოთ რეზერვი უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევებს, რათა მან შეძლოს, მხარი დაუჭიროს ბუნდესვერს ეროვნული თავდაცვისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაცვის ამოცანების შესრულებაში”, – განაცხადა ჰოპმა.

2023 წელს ბუნდესვერში დაახლოებით 182 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 34 ათასი რეზერვისტი იყო.