მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს
გერმანული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, თანამდებობას დატოვებს. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გერმანიის მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ.
გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი კრიტიკის ობიექტი ახალი წლის მიმართვის გამო გახდა. გზავნილის დროს ლამბრეხტმა ახსენა უკრაინის ომი, რა დროსაც ფონად ფოიერვერკებს ისროდნენ. მინისტრს ოპოზიციამ გადადგომისკენ მოუწოდა. კრისტინე ლამბრეხტი ასევე გააკრიტიკეს გასული წლის მაისში, როდესაც თავის 21 წლის შვილს ჩრდილოეთ გერმანიის პოპულარულ დასასვენებელ კუნძულ სილტში, ბუნდესვერის ვერტმფრენით ფრენის საშუალება მისცა.
გერმანული მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი ასევე იყო 2022 წლის მრავალი დაპირისპირებისა და კრიტიკის წინა პლანზე, რაც ეხება გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნასა და იმ სირთულეებს, რომლებსაც აწყდება გერმანიის ბუნდესვერი სახლში.
კრისტინე ლამბრეხტი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია.