გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარებას მომდევნო თვეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარებას მომდევნო თვეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარებას მომდევნო თვეებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, გერმანია ახლა უკრაინის მეორე ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია აშშ-ის შემდეგ. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა, უკრაინის კონტრშეტევის შედეგებს დაელოდონ.

„ძალიან სავარაუდოა, რომ ეს იქნება გადამწყვეტი წელი, ეს არის გადამწყვეტი თვეები. ამიტომ გერმანია რამდენიმე კვირის წინ გამოვიდა დიდი მხარდაჭერის პაკეტით, 2.7 მილიარდი ევროს ოდენობით. იმედი მაქვს მთავარი შეტევის, კონტრშეტევის და ყველაფერი დანარჩენი თავისთავად გამოვა“, – განაცხადა ბორის პისტორიუსმა.

აშშ-ში ბორის პისტორიუსის ვიზიტის დროს მოლაპარაკებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას შეეხება.