მედიის ცნობით, გერმანიაში მატარებლის მემანქანეების გაფიცვა ვადაზე ადრე დასრულდება
მედიის ცნობით, გერმანიაში მატარებლის მემანქანეების გაფიცვა ვადაზე ადრე დასრულდება

გერმანიაში მატარებლის მემანქანეების გაფიცვა ვადაზე ადრე დასრულდება. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს.

მედიის ცნობით, პროფკავშირმა და რკინიგზის ოპერატორმა მოლაპარაკებები გამართეს, რის შემდეგაც მატარებლის მემანქანეებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ სამსახურში დაბრუნებას ორშაბათს, დღის 14:00 საათზე, სატვირთო მატარებლების მემანქანეებმა კი გაფიცვა კვირას, საღამოს 18:00 საათზე უნდა დაასრულონ.

„მოლაპარაკებები საბოლოოდ სწორ გზაზეა. ჩვენს თანამშრომლებს აქვთ ხელფასების ზრდის პერსპექტივა“, – განაცხადა Deutsche Bahn-ის ადამიანური რესურსების დირექტორმა, მარტინ სეილერმა.

როგორც სეილერმა აღნიშნა, 3 მარტამდე გაფიცვები აღარ იქნება.

„მოლაპარაკებები უნდა ჩატარდეს მომდევნო ხუთი კვირის განმავლობაში და გაფიცვები არ არის დაგეგმილი, სულ მცირე, 3 მარტამდე“, – აღნიშნა სეილერმა.

როგორც ცნობილია, 19 იანვარს „დოიჩე ბანმა“ თანამშრომლებს გაუმჯობესებული პირობების შესახებ წინადადება შესთავაზა, თუმცა მატარებლის მემანქანეებისგან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე უარი მიიღო. ისინი ხელფასის 550 ევროთი ზრდას, ინფლაციისთვის 12 თვის განმავლობაში კომპენსაციასა და სამუშაო გრაფიკის 38-საათიდან 35-მდე შემცირებას ითხოვენ.