მედიის ცნობით, გასული ღამეს უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინის თავდაცვის ძალები აცხადებენ, დრონების უმეტესობა ზღვაში ჩავარდა, თუმცა რამდენიმე ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ოდესის პრიმორსკის რაიონის საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
ოდესის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ოლეგ კიპერის თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმისას სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო 130 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ამასთან, ამ დროისთვის ოდესის, ხერსონისა და ნიკოლაევის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.