მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის არმიის მიერ კიევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
მედიის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის არმიის მიერ კიევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის არმიის მიერ უკრაინის დედაქალაქის, კიევის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მაღალსართულიან კორპუსზე რაკეტის ნამსხვრევების დაცემის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდათ.

მედიის ცნობითვე, ასევე დაზიანდა 24-სართულიანი შენობის ავტოსადგომზე მდგარი 40-მდე მანქანა.

ამასთან, გასულ ღამეს საჰაერო განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივის და ოდესის რეგიონებში. უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ დაფიქსირდა კასპიის ზღვიდან სტრატეგიული ავიაციის მიერ ფრთოსანი რაკეტების გაშვება. მოგვიანებით, აფეთქებები მოხდა დნეპრში, ხარკოვსა და კიევში.