მედიის ცნობით, ევროკავშირის მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში „აიდი“ ბარათებით შესვლას  ოქტომბრიდან ვეღარ შეძლებენ
მედიის ცნობით, ევროკავშირის მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში „აიდი“ ბარათებით შესვლას ოქტომბრიდან ვეღარ შეძლებენ

ევროკავშირის მოქალაქეები ოქტომბრიდან დიდ ბრიტანეთში პირადობის დამადასტურებელი „აიდი“ (ID) ბარათების გამოყენებით შესვლას ვეღარ შეძლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი პრიტი პატელი ბრექსიტის ფარგლებში ცვლის წესებს, რომელთა მიხედვითაც, ევროკავშირის ID-ბარათების გამოყენება დიდ ბრიტანეთში სამოგზაურო დოკუმენტად აღარ იქნება დასაშვები. ამის ნაცვლად, ევროკავშირის მოქალაქეებმა დიდი ბრიტანეთის საზღვარზე პასპორტი უნდა წარადგინონ.