მედიის ცნობით, ესტონეთი მეზობელ სახელმწიფოებს რუსეთთან ვაჭრობაზე ერთობლივი ემბარგოს დაწესებას სთავაზობს
მედიის ცნობით, ესტონეთი მეზობელ სახელმწიფოებს რუსეთთან ვაჭრობაზე ერთობლივი ემბარგოს დაწესებას სთავაზობს

ესტონეთი მეზობელ სახელმწიფოებს რუსეთთან ვაჭრობაზე ერთობლივი ემბარგოს დაწესებას სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონური მედია ავრცელებს.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ესტონეთს ბალტიისპირეთის სხვა სახელმწიფოებთან, ასევე ფინეთთან ერთად სურს, ემბარგო დააწესოს რუსეთთან ვაჭრობაზე, თუმცა ჯერ ამ მოლაპარაკებებს შედეგი არ მოჰყოლია.

ესტონეთიდან რუსეთში დღესაც იგზავნება პროდუქცია, რომელზეც სანქციები არ არის დაწესებული. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ტსაჰკნას განცხადებით, თუ ესტონეთი ემბარგოს ცალმხრივად გამოაცხადებს, ეს რუსეთზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა ესტონეთის ბიზნესს მძიმე დარტყმას მიაყენებს.

„ჩვენ ვხედავთ ზეწოლის ზრდას, რათა უფრო გაბედული ნაბიჯები გადაიდგას. პოლონეთსა და ლიეტუვაშიც, სადაც არჩევნები ახლოვდება, ამ საკითხზე  სერიოზული საუბრები მიმდინარეობს. დიახ, ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ საერთო გადაწყვეტილება და ავკრძალოთ რუსეთის გავლით სანქცირებული პროდუქციის გადატანა, რომელიც მესამე ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი“,  – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.