მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ისრაელის მთავრობასთან ღაზაში ომის დასრულების საკითხი განიხილა
მედიის ცნობით, ენტონი ბლინკენმა ისრაელის მთავრობასთან ღაზაში ომის დასრულების საკითხი განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებთან ღაზაში ომის დასრულების საკითხი განიხილა.

როგორც ისრაელის მედია წერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მხარი დაუჭირა ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი ტერორისტული საფრთხისგან, ასევე, მხარი დაუჭირა სამომავლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას.

ბლინკენმა ისაუბრა მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ძალისხმევაზე და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობაზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს შექმნა არის საუკეთესო გზა ისრაელის მოქალაქეებისა და პალესტინელებისთვის ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა ისრაელის პრეზიდენტს, რის შემდეგაც მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე გაემგზავრა და მოლაპრაკებებს მართავს პალესტინის ადმინისტრაციასთან.