მედიის ცნობით, დროებით ზავზე შეთანხმების მიუხედავად, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება
მედიის ცნობით, დროებით ზავზე შეთანხმების მიუხედავად, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

კატარის შუამავლობით დროებით ზავზე შეთანხმების შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მედიის ცნობით, შეთანხმების მიუხედავად, ბრძოლების შეჩერების შესახებ ოფიციალურად, სავარაუდოდ, 23 ნოემბერს გამოცხადდება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ისრაელის თავდასხმების შესახებ ღაზის ჩრდილოეთით მდებარე კამალ ადვანის საავადმყოფოსთან.

გავრცელებული ცნობით, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ლტოლვილთა ბანაკზე ნუსეირათში. ადგილობრივი წყაროების ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ასევე დაიღუპა ისრაელის თავდასხმის დროს ჩრდილოეთ ღაზაში, ალ-ფალუჯას რაიონში მდებარე ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში გამოცხადება პაუზებიც.