მედიის ცნობით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი სკოლაში თოფის მსროლელთა გუნდიდან იყო გარიცხული, რადგან ცუდად ისროდა
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი სკოლაში თოფის მსროლელთა გუნდიდან იყო გარიცხული, რადგან ცუდად ისროდა

„ბიბისის“ ცნობით, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი სკოლაში თოფის მსროლელთა გუნდიდან იყო გარიცხული.

მედიასთან საუბრისას მეთიუ კრუკსის კლასელმა განაცხადა, რომ კრუკსს სთხოვეს, გუნდში აღარ დაბრუნებულიყო.

„ის გუნდში ვერ მოხვდა, მას სთხოვეს, აღარ დაბრუნებულიყო, რადგან ძალიან ცუდად ისროდა. მისი სროლა სახიფათოდ მიიჩნეოდა“, – განაცხადა კრუკსის თანაკლასელმა.

გუნდის დანარჩენმა წევრებმაც თომას კრუკსის სროლას „საშინელი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ გუნდისთვის შესაფერისი არ იყო.

ცნობისთვის, ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესროლეს. შედეგად ის დაიჭრა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სროლის დროს დაიღუპა მიტინგის ერთი მონაწილე, კიდევ ორი მძიმე მდგომარეობაშია. აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პენსილვანიაში მომხდარი დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო. ამასთან, საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპზე თავდასხმაში მონაწილე პირი 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ის განეიტრალებულია.