მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს სასამართლოს გირაოს და მგზავრობის რაიმე პირობების გარეშე დატოვების უფლება მისცეს
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპს სასამართლოს გირაოს და მგზავრობის რაიმე პირობების გარეშე დატოვების უფლება მისცეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სასამართლოს გირაოს და მგზავრობის რაიმე პირობების გარეშე დატოვების უფლება მისცეს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, მოსამართლემ გირაოს პირობად გამგზავრების აკრძალვა არ დააწესა. „ბიბისის“ ინფორმაციით, პროკურორმა სასამართლოს განუცხადა, რომ არ არსებობს მიმალვის საფრთხე, რადგან ტრამპის თვითმფრინავს ჯერ კიდევ იცავს საიდუმლო სამსახური.

ამასთან ერთად, როგორც მედია წერს, მოსამართლემ დონალდ ტრამპს საქმეში ბრალდებულებთან საქმის დეტალების განხილვა აუკრძალა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მაიამის სასამართლოს მიერ წარდგენილ 37-ვე ბრალდებაში თავი უდანაშაულოდ ცნო.