მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი მაიამიდან ნიუ ჯერსიში გაემგზავრა და დღევანდელი სასამართლო პროცესის შესახებ, სავარაუდოდ, საჯარო მიმართვას გააკეთებს
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი მაიამიდან ნიუ ჯერსიში გაემგზავრა და დღევანდელი სასამართლო პროცესის შესახებ, სავარაუდოდ, საჯარო მიმართვას გააკეთებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მაიამი დატოვა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მედიის ცნობით, ტრამპი მაიამიდან ნიუ ჯერსიში პირადი თვითმფრინავით მიემგზავრება.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ტრამპი ნიუ ჯერსიში, თავის გოლფის კლუბში დღევანდელი სასამართლო პროცესის შესახებ საჯარო მიმართვას გააკეთებს.

დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე დონალდ ტრამპმა მოისმინა მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და 37 პუნქტიდან თითოეულში თავი უდანაშაულოდ ცნო. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოს გირაოს და მგზავრობის რაიმე პირობების გარეშე დატოვების უფლება მისცეს.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებისთვის ბრალი შვიდი მუხლით 37 ეპიზოდზე აქვს წაყენებული. აქედან 31 ეპიზოდში ყოფილ პრეზიდენტს ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაციის განზრახ შენახვას ედავებიან.