მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი, გაერთიანებული შტაბის უფროსსა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, სიტუაციურ ოთახში იმყოფება, სადაც ირანის საპასუხო ზომებს განიხილავენ
მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი, გაერთიანებული შტაბის უფროსსა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, სიტუაციურ ოთახში იმყოფება, სადაც ირანის საპასუხო ზომებს განიხილავენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ წუთებში სიტუაციურ ოთახში იმყოფება. როგორც საერთაშორისო მედია მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, დონალდ ტრამპთან ერთად სიტუაციურ ოთახში იმყოფებიან აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალი დენ კეინი და თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი.

მედიის ცნობით, ისინი აკვირდებიან ირანის მიერ განხორციელებულ საპასუხო ქმედებებს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ირანმა კატარში მდებარე ამერიკული ბაზების მიმართულებით რაკეტები გაუშვა. როგორც მოგვიანებით კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე, არ არიან დაშავებულები.