მედიის ცნობით, დნესტრისპირეთში ააფეთქეს რადიო ანძები, რომლებიც რუსული რადიოს ტრანსლირებისთვის გამოიყენებოდა
დნესტრისპირეთში გამთენიისას ორი აფეთქების ხმა გაისმა. თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება დილის 06:40 და 07:05 საათზე მოხდა. განადგურებულია ერთი და 0,5 მეგავატის მქონე სიმძლავრის ანტენები.
კომპლექსი მდებარეობს სოფელ მაიაკში, გრიგორიოპოლის რაიონში, რომელიც აშენდა სპეციალურად ამ ობიექტის მომსახურებისთვის და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.
როგორც მედია წერს, ეს სტრატეგიული ობიექტი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს და მოკლეტალღური რადიო სიხშირის გადაცემისთვის გამოიყენებოდა.
მედიის ცნობით, აღნიშნული გადამცემები რუსული რადიოს გადასაცემად გამოიყენებოდა.