მედიის ცნობით, დნესტრისპირეთში ააფეთქეს რადიო ანძები, რომლებიც რუსული რადიოს ტრანსლირებისთვის გამოიყენებოდა
მედიის ცნობით, დნესტრისპირეთში ააფეთქეს რადიო ანძები, რომლებიც რუსული რადიოს ტრანსლირებისთვის გამოიყენებოდა

დნესტრისპირეთში გამთენიისას ორი აფეთქების ხმა გაისმა. თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება დილის 06:40 და 07:05 საათზე მოხდა. განადგურებულია ერთი და 0,5 მეგავატის მქონე სიმძლავრის ანტენები.

კომპლექსი მდებარეობს სოფელ მაიაკში, გრიგორიოპოლის რაიონში, რომელიც აშენდა სპეციალურად ამ ობიექტის მომსახურებისთვის და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 10 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.

როგორც მედია წერს, ეს სტრატეგიული ობიექტი აშენდა საბჭოთა კავშირის დროს და მოკლეტალღური რადიო სიხშირის გადაცემისთვის გამოიყენებოდა.

მედიის ცნობით, აღნიშნული გადამცემები რუსული რადიოს გადასაცემად გამოიყენებოდა.