მედიის ცნობით, დამასკოში, ირანული რაკეტების საწყობის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა
მედიის ცნობით, დამასკოში, ირანული რაკეტების საწყობის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

დამასკოში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნე ირანული რაკეტების საწყობი გახდა, რომელსაც პროირანული ძალები აკონტროლებენ.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის განცხადებით, ამ დროისთვის დაუდგენელია, იყო თუ არა აფეთქება ავიაიერიშის შედეგად გამოწვეული.

აღსანიშნავია, რომ ირანი პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერია და ირანული ძალები, რომლებიც სირიაში მოქმედებენ, ისრაელის დარტყმების სამიზნე არაერთხელ გამხდარან.