მედიის ცნობით, ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „ლი“ უახლოვდება
ატლანტის ოკეანეში მეხუთე კატეგორიის ქარიშხალი „ლის“ ფორმირება მოხდა.
როგორც „სიენენი“ იუწყება, „ლი“ 6 სექტემბერს ჯერ კიდევ პირველი კატეგორიის შტორმი იყო და სიმძლავრის მატებასთან ერთად, მესამე კატეგორიას მიაღწია.
8 სექტემბრის საღამოს კი, ძალიან მოკლე დროში ქარის სიჩქარე საათში 136 კილომეტრიდან, 185 კმ-მდე გაიზარდა და ქარიშხლად გარდაიქმნა. ის ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ მიემართება. სინოპტიკოსები ამ ეტაპზე ვერ პროგნოზირებენ, ქარიშხლის ზუსტ ტრაექტორიას, თუმცა სტიქია კონტინენტურ ნაწილს სავარაუდოდ, კვირისთვის მიაღწევს.