მედიის ცნობით, ჩილეში წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით კი უსახლკაროდაა დარჩენილი
მედიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ცენტრალურ და სამხრეთ ჩილეში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათასობით უსახლკაროდაა დარჩენილი.
სტიქიის შედეგად დაზიანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი, დატბორილია გზები, მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგია.
ხელისუფლებამ ჩილეს დედაქალაქი და შვიდი პროვინცია „სტიქიურ ზონად“ გამოაცხადა.