მედიის ცნობით, ბრიტანეთში ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, მასწავლებლები და საჯარო მოხელეები მასშტაბურ გაფიცვას მოაწყობენ
ბრიტანეთში მასწავლებლები, საჯარო მოხელეები, მატარებლის მძღოლები და უნივერსიტეტის ლექტორები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ გაფიცვას მოაწყობენ. მაღალი ინფლაციის ფონზე, აქციაზე მოქალაქეები ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.
„როიტერის“ ცნობით, გაფიცვის დროს დახურული იქნება სკოლები, ქვეყნის დიდ ნაწილში კი სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდება. ამასთან, აქციები იგეგმება ახალი კანონის წინააღმდეგ, რომელიც ზოგიერთ სექტორში გაფიცვების შეზღუდვას ითვალისწინებს.
„წლების განმავლობაში ხელფასების შემცირების შემდეგ ექთნებმა და მილიონობით სხვა საჯარო მოხელემ დაინახეს მათი ცხოვრების დონის შემცირება და მეტი გაჭირვების წინაშე აღმოჩდნენ“, – განაცხადა პროფკავშირების კონგრესის გენერალური მდივანმა, პაულ ნოვაკმა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის განცხადებით, პიკეტირების ნაცვლად, სწორი მიდგომა მოლაპარაკებებია.
მომავალ კვირას აქციების გამართვას აპირებენ ასევე ექთნები, პარამედიკოსები, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და ჯანდაცვის სხვა მუშაკები.