მედიის ცნობით, ბოლო ერთ კვირაში საფრანგეთში, აქციების დროს პოლიციამ, სულ მცირე, 3 500 ადამიანი დააკავა
მედიის ცნობით, საფრანგეთში აქციებისას ღამის განმავლობაში პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 72 ადამიანი დააკავა, მათ შორის 24 პარიზსა და მის შემოგარენში, დაზიანდა და დაიწვა 24 შენობა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაიწვა 159 მანქანა, ხოლო 202 ხანძარი დაფიქსირდა ნაგვის ურნებსა და სხვა ადგილებში.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ოთხ ოფისს დაესხნენ თავს, თუმცა შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
პოლიციის მობილიზაცია შენარჩუნულებული იყო იმავე დონეზე, როგორც წინა ორ ღამეს. მთელ საფრანგეთში 45 000 პოლიციელი იყო მობილიზებული.
შემთხვევასთან დაკავშირებით, საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაკრონი იმედოვნებს, რომ „დაიწყებს მტკივნეულ, გრძელვადიან სამუშაოს, რომელიც საჭიროა იმ ღრმა მიზეზების გასაგებად, რამაც გამოიწვია ეს მოვლენები“.
საფრანგეთში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე არეულობის დროს პოლიციამ დააკავა, სულ მცირე, 3 500 ადამიანი, ხოლო დაიწვა 600-მდე მანქანა.
საფრანგეთში არეულობა და საპროტესტო მსვლელობები ლოზუნგით „სამართალი ნაჰელისთვის“ მას შემდეგ დაიწყო, რაც პატრულის მიერ პარიზის გარეუბან ნანტერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გაჩერებული 17 წლის ახალგაზრდა პოლიციელის ტყვიამ იმსხვერპლა.