მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხები განიხილეს
მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხები განიხილეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, საუბარი შეეხო ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საკითხებს. როგორც „აქსიოსი“ წერს, ტრამპის საუბრის მიზანი იყო, „ნეთანიაჰუ წაეხალისებინა, რომ „ჰამასთან“ შეთანხმებას დათანხმებოდა“, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა უთხრა საკითხთან დაკავშირებით ტრამპმა ნეთანიაჰუს.

ისრაელის პრემიერის ოფისში არ უარყოფენ, რომ ნეთანიაჰუსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

შეგახსენებთ, დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში ღაზაში მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება.