მედიის ცნობით, ბელარუსში უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებს
ბელარუსში უსაფრთხოების ძალები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებს. ადგილობრივი მედია და უფლებადამცველები მომიტინგეების მასობრივი დაკავებების შესახებ იტყობინებიან. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მინსკის ცენტრში ბარიკადების აგებას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია შინაგანი ჯარის დანაყოფები.
აღსანიშნავია, რომ ბელარუსული მედისაშუალებების ვებგვერდები შეფერხებით მუშაობს.
პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ბრესტში, ვიტებსკსა და მოგილევოში.
ბელარუსში არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს.