მედიის ცნობით, ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ამჯერად ე.წ. შავ სიაში 35 რუსული ორგანიზაცია და ათი პირი ფიგურირებს. მათ შორის არიან მინისტრები და მაღალჩინოსნებიც. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, სასანქციო სიაში მოხვდნენ რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელოუსოვი და ვიცე-პრემიერი დმიტრი ჩერნიშენკო. ასევე, კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მოწინავე ტექნოლოგიებს, სამხედრო ვერტმფრენებს, აღჭურვილობას აწვდიან შეიარაღებულ ძალებს, ოპერირებენ ბირთვულ ენერგეტიკაში და არქტიკული რესურსების მოპოვებას ახორციელებენ.