მედიის ცნობით, აშშ-ის სპეციალური პროკურორი გამოიძიებს, იყო თუ არა არასწორად შენახული ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდის საიდუმლო ჩანაწერები მის რეზიდენციასა და ანალიტიკურ ცენტრში
მედიის ცნობით, აშშ-ის სპეციალური პროკურორი გამოიძიებს, იყო თუ არა არასწორად შენახული ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდის საიდუმლო ჩანაწერები მის რეზიდენციასა და ანალიტიკურ ცენტრში

აშშ-ის სპეციალური პროკურორი, სავარაუდოდ, გამოიძიებს ჯო ბაიდენის განზრახვას საიდუმლო დოკუმენტების შენახვაში.

დასავლური მედიის ინფორმაციით, პროკურორი რობერტ ჰური გამოიძიებს, იყო თუ არა არასწორად შენახული ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდის საიდუმლო ჩანაწერები მის რეზიდენციაში, დელავერში და ანალიტიკურ ცენტრში, ვაშინგტონში.

ჯო ბაიდენის გუნდში ფიქრობენ, რომ ყოველთვის არის გამოძიების გაფართოების შესაძლებლობა, რადგან სპეციალური პროკურორი ინფორმაციის გამოკვლევას იწყებს.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ რესპუბლიკელებმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში დაიწყეს გამოძიება იუსტიციის დეპარტამენტის მოქმედებაზე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის არასწორად შენახულ საიდუმლო დოკუმენტებთან დაკავშირებით. რესპუბლიკელებს აინტერესებთ, ჰქონდა თუ არა რომელიმე საიდუმლო დოკუმენტზე წვდომა ჯო ბაიდენის შვილს, ჰანთერ ბაიდენს.