„მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს შსს-ს, გამოიძიოს საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„მედიის ადვოკატირებისთვის“ საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ეხმაურება და შსს-სგან მის გამოძიებას ითხოვს.
„დღეს, 2021 წლის 17 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს, დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფსაც, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, თავისუფლად ასახონ დმანისში მიმდინარე პროცესები“, – ნათქვამია კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებაში.
დღეს დმანისის შესასვლელთან, სადაც სამართალდამცველებმა გზა დროებით გადაკეტეს, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებაში მონაწილე პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილზე მყოფ საქართველოს პირველი არხის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტს, ოპერატორსა და ფოტორეპორტიორს, რომლებიც დმანისში მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.