მედია - სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იენს სტოლტენბერგს განუცხადა, რომ უკრაინას აღარ გადასცემს სამხედრო დახმარებას საკუთარი მარაგებიდან
სლოვაკეთი უკრაინას აღარ გადასცემს სამხედრო დახმარებას საკუთარი მარაგებიდან. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, კალინიაკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს სლოვაკეთის მარაგებიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი უკრაინას ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს.