მედია – სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იენს სტოლტენბერგს განუცხადა, რომ უკრაინას აღარ გადასცემს სამხედრო დახმარებას საკუთარი მარაგებიდან

00:58, 15.11.2023

სლოვაკეთი უკრაინას აღარ გადასცემს სამხედრო დახმარებას საკუთარი მარაგებიდან. ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა, კალინიაკმა ნატო-ს გენერალურ მდივანს სლოვაკეთის მარაგებიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ შეატყობინა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სლოვაკეთი უკრაინას ჰუმანიტარული, სამოქალაქო და ტექნიკური არალეტალური დახმარების საკმაოდ ფართო სპექტრს სთავაზობს.

მსგავსი