მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ქალაქ ღაზის ევაკუაციის მოწოდების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლები გააფრთხილა, გარკვეული ფრაზები არ გამოიყენონ
ისრაელის მიერ ქალაქ ღაზის ევაკუაციის მოწოდების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლები გააფრთხილა, არ გამოიყენონ ფრაზები: დეესკალაცია/ცეცხლის შეწყვეტა; ძალადობის/სისხლისღვრის შეჩერება და სიმშვიდის აღდგენა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჰაფინგთონ პოსტი“ ავრცელებს.
გამოცემისთვის ხელმისაწვდომი გახდა შიდა ელექტრონული ფოსტის მიმოწერა, რის საფუძველზეც წერს, რომ აშშ-ს არ სურს, მოუწოდოს ისრაელს თავშეკავებისკენ.
როგორც მედია წერს, წერილები გაიგზავნა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ისრაელმა უთხრა ჩრდილოეთ ღაზის 1.1 მილიონზე მეტ მცხოვრებს, რომ მათ უნდა დატოვონ სახლები და თავშესაფრები რეგიონში მოსალოდნელი სახმელეთო შეჭრის წინ.