მედია - ისრაელი „ჰამასს“ ევროპაში ტერორისტული ქსელის შექმნაში სდებს ბრალს, რომელიც ლიბანიდან იმართება
ისრაელი „ჰამასს“ ევროპაში ტერორისტული ქსელის შექმნაში სდებს ბრალს, რომელიც ლიბანიდან იმართება.
ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი” ისრაელის დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პარტნიორების დახმარებით ისრაელის ხელისუფლებას უკვე აქვს „ყოვლისმომცველი და სიღრმისეული ინფორმაცია” „ჰამასის“ ძალისხმევის შესახებ, რომელიც ევროპაში თავდასხმების მოწყობისკენაა მიმართული.
ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასი“ გეგმავდა თავდასხმას შვედეთში ისრაელის საელჩოზე, ასევე ყიდულობდა უპილოტო საფრენ აპარატებს და ევროპაში მოქმედი დანაშაულებრივი ორგანიზაციების თავდასხმებისთვის გამოყენებას აპირებდა.
ცნობისთვის, დეკემბერში დანიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში „ჰამასის“ დანაშაულებრივი ქსელის წევრები დააკავეს, რომელთაც ევროპაში ებრაულ სამიზნეებზე თავდასხმების მომზადებაში დასდეს ბრალი.