მედია - ბულგარეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას, რათა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება
მედია - ბულგარეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას, რათა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება

ბულგარეთის მთავრობამ გადაწყვიტა, შეუერთდეს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას, რათა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება. ინფორმაციას ამის შესახებ ბულგარული მედია აქვეყნებს.

როგორც აღინიშნა, ბულგარეთი უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას უწევს, „რომელიც რუსეთის აგრესიას უპირისპირდება, ასევე პირდაპირ წვლილს შეიტანს ევროპის ყველა წევრი სახელმწიფოს თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვაში“.

„ამ თანმიმდევრული პოლიტიკის შესაბამისად, ბულგარეთი შეუერთდება „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია განცხადებაში.