მედია - ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი ნაკადის აუცილებლობას
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაუსვა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი ნაკადის აუცილებლობას. ამის შესახებ timesofisrael-ი წერს.
მედიის ცნობით, ბაიდენი მიესალმება „ჰამასის“ მიერ ტყვეების გათავისუფლებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მზაობას „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევლების გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის ერთგულებას ისრაელისა და ისრაელის მცდელობისადმი, რათა „ჰამასის“ მიერ აყვანილი ყველა მძევალი გათავისუფლდეს, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობა ღაზის სექტორიდან უსაფრთხოდ იყოს გაყვანილი.