მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ტურისტებისგან თანხების დაუფლების თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს იმიჯს
მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ტურისტებისგან თანხების დაუფლების თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს იმიჯს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემის გაშიფვრას და დამნაშავის დაკავებას, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება.

მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე.

„მსგავსი თაღლითური ქმედებები მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ბაზარზე. ამდენად, მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა ძალზედ მისასალმებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ასეთი ფაქტების ოპერატიულად გამოვლენა და აღკვეთა”,- აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე კაფე-ბარებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გამოავლინეს და ბრალდებული პირი დააკავეს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.