მეათე მოწვევის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის ხელმძღვანელთა ვინაობა უკვე სახელდება
ახალი მოწვევის პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეების ვინაობა უკვე სახელდება.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ევროინტეგრაციის კომიტეტს უხელმძღვანელებს მაკა ბოჭორიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს – კახა კახიშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს – ანრი ოხანაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების საკითხთა კომიტეტს – ირაკლი ბერაია.
ამასთან, კონსულტაციები მიმდინარეობს ვიცე-სპიკერებთან დაკავშირებით. პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე სახელდება დავით სერგეენკოსა ან გია ვოლსკის კანდიდატურები.
ამასთან, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, თეა წულუკიანმა დაიკავოს.