მეათე მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, თეა წულუკიანმა დაიკავოს

15:04, 10.12.2020

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, თეა წულუკიანმა დაიკავოს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.

კონსულტაციების ერთ-ერთი საგანი სწორედ კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურებია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი ჩაიბარებს.

კონსულტაციების საბოლოო შედეგი ხვალ გახდება ცნობილი.

კომიტეტების თავმჯდომარეებს 11 დეკემბერს ახალი მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე აირჩევენ.

მსგავსი