მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში სოციალური საწარმო „ფრილანსერი“ გაიხსნა.
საწარმო პროექტ „განათლება რეინტეგრაციისთვის – გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში გაიხსნა. მისი მიზანი სამთავრობო, საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გზით კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.
პროექტი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის, „არბაითერ-სამარიტერ-ბრუდისა“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ.
საწარმოში ხუთი მსჯავრდებული დასაქმდა. მის გახსნას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა.