პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით სოციალური საწარმო გაიხსნა
პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით სოციალური საწარმო გაიხსნა

თბილისში, ქერჩის ქუჩაზე სოციალური საწარმო „ანასტასია“ გაიხსნა. საწარმო ძალადობის მსხვერპლ ქალებს კულინარიის მიმართულებით გადაამზადებს.

სასწავლო კურსს ესპანელი მზარეული მანუელი ჩაატარებს, დასრულების შემდეგ კი, ბენეფიციარები სერტიფიკატებს აიღებენ და სხვადასხვა სარესტორნო ქსელში შეძლებენ დასაქმებას. მათ კი, ვინც ვერსად დასაქმდება, შეეძლებათ, სოციალურ საწარმოში დარჩნენ და კერძო შეკვეთებზე იმუშაონ.

სოციალური საწარმოს მიზანი ძალადობის მსხვერპლ ქალთა პროფესიული განათლება და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობაა.

საწარმო პრეზიდენტის ფონდის, ქალთა ფონდის, ასევე რამდენიმე არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციის დაფინანსებით,  პოლონეთისა და ესტონეთის ხელშეწყობით გაიხსნა.