მძიმეწონოსნები - ფრენსის ნგანუმ ჯაირზინიო როზენსტრაიკს შანსი არ დაუტოვა, გრეგ ჰარდიმ იორგან დე კასტროს სძლია
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონით დივიზიონში UFC 249-ზე ორი ბრძოლა გაიმართა. ფრენსის ნგანუ ჯაირზინიო როზენსტრაიკს დაუპირისპირდა და სურინამელს შერეულ ორთაბრძოლებში პირველი მარცხი აგემა.
ჯაირზინიოს ნოკაუტში გასაშვებად ნგანუს 20 წამი დასჭირდა. როზენსტრუიკმა აფრიკელის დარტყმებს რაუნდის დასაწყისში ვერაფერი დაუპირისპირა და კარიერაში პირველი ნოკაუტი და მარცხი იწვნია.
„როდესაც მან გამომიწვია, ზუსტად ვიცოდი, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა თუ რასთან ექნებოდა საქმე. ის არ არის მზად. მასm რა თქმა უნდა, უდიდესი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ვფიქრობ სანამ ჩემი დონის მებრძოლებთან ისურვებს ოქტაგონზე შესვლას, მანამდე კარგად უნდა მოემზადოს.
2018 წელს ორი წაგებული ბრძოლის შემდეგ ფრენსის ნგანუმ ზედიზედ ოთხი დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა. დიდი ალბათობით, მომდევნო ბრძოლას ფრენსისი ტიტულისთვის გამართავს. მძიმეწონოსანთა მეორე შეხვედრაში გრეგ ჰარდიმ იორგან დე კასტროს მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით სძლია.