მდინარე ურალის წყლის დონის რეკორდული მატების გამო ორენბურგში წყალმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია
მდინარე ურალის წყლის დონის რეკორდული მატების გამო რუსეთის ქალაქ ორენბურგში წყალმა მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია, – ამის შესახებ ქალაქის ხელმძღვანელმა, სერგეი სალმინმა განაცხადა.
„წყალი მიუახლოვდა საცხოვრებელ კომპლექსებს, მაგრამ კორპუსების დატბორვის საშიშროება ახლა არ არსებობს“, – განაცხადა სალმინმა ვიდეომიმართვაში.
მისივე თქმით, ორენბურგის ცენტრში, საავტომობილო ხიდის მიმდებარედ შენობები დაიტბორა.
„ურალის წყლის დონის მატების დინამიკა ჯერ კიდევ გრძელდება“, – აღნიშნა სალმინმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორენბურგთან მდინარე ურალის წყლის დონემ 12 სმ-ით მოიმატა და 10,22 მეტრს მიაღწია, სახიფათო ნიშნული 9,3 მეტრია. აღნიშნულის გამო ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
ამასთან, 5 აპრილს მდინარე ურალის ადიდების გამო დამბა გაირღვევა და დაიტბორა ქალაქი ორსკი. ბოლო მონაცემებით, რეგიონში, მათ შორის ორენბურგში, დაიტბორა 12 800 საცხოვრებელი კორპუსი და 14 900 საყოფაცხოვრებო ნაკვეთი, 7 703 ადამიანი ევაკუირებულია.